სიახლეები

მერკური დირექტულ მოძრაობას უბრუნდება

მერკური დირექტულ მოძრაობას უბრუნდება

11 ივლისს, შაბათს, საქართველოს დროით 02:18-ზე მერკური მიმართულების შესაცვლელად ემზადება. 13 ივნისის 21:09 საათამდე ის სტაციონალურ მდგომარეობაში იმყოფება, შემდეგ კი კვლავ დირექტული ხდება. სტაციონალური მდგომარეობის პერიოდი არის გარდამავალი პლანეტის რეტროგრადულ და დირექტულ მდგომარეობას შორის. ეს არის ერთგვარი დასკვნითი პერიოდი, რომელიც მის რეტროგრადულ მდგომარეობაში მომხდარ მოვლენებს ხაზგასმით გამოკვეთს. დროა მივიღოთ გადაწყვეტილებები, იმ თემებთან დაკავშირებით, რაც რეტროგრადულმა მერკურიმ წინ წამოწია ჩვენს ცხოვრებაში. საჭიროა ამ ეტაპის ბოლომდე მიყვანა, მატერიალური და სულიერი ვალების გასტუმრება, ახლო ურთიერთობებზე დასკვნების გამოტანა, გაჭიანურებული პროექტების დასრულება და ახალ ეტაპზე გადასასვლელად შემზადება.რაც შეეხება, ნათალურ რუკაში რეტროგრადული მერკურის პატრონებს – მათთვის ამ მხრივ ყველაფერი პირიქითაა. სრულდება სიახლეების პერიოდი, ახლა საჭიროა ამ სიახლეების გაგრძელება, დამუშავება, მათთან შეჩვევა. მომავალ რეტროგრადიულ პერიოდამდე ახალი კონტაქტების გამყარება, საკუთარ თავზე მუშაობა, სწავლის გაგრძელება, პროექტების სიღრმისეულად დამუშავება.მერკურის სტაციონალურ პერიოდში, შესაძლოა კიდევ უფრო მწვავედ იჩინოს თავი კომუნიკაციის პრობლემებმა, შეფერხდეს ინფორმაციის გავრცელება და სწორად მიწოდება, მწყობრიდან გამოვიდეს საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ტექნიკა. ამ პერიოდში არაა სასურველი ხალხმრავალ ადგილებში სიარული, ბევრი მგზავრობა, ახალი პროექტების დაწყება. გისურვებთ წარმატებებს და სულიერ ზრდას!