სიახლეები

ამინდი და ასტროლოგია

ამინდი და ასტროლოგია

   ამინდი და ასტროლოგია ასტრომეტეოროლოგია არის ასტროლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის პლანეტების კლიმატურ ცვლილებებზე გავლენას.ასტროლოგიას ამინდის პროგნოზირებისთვის უძველესი დროიდან იყენებდნენ. ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში, ალექსანდრიელმა მეცნიერმა კლაუდიუს პტოლემიმ დაწერა თეზისი ასტროლოგიის მეშვეობით ამინდის წინასწარმეტყველებაზე.პლანეტები და ასტროლოგიური ნიშნები სხვადასხვა ხასიათის კლიმატს განაპირობებენ, მათი მდებარეობები და ასპექტების კომბინაციები კი განსაზღვრავენ შესაბამის ამინდს დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიაზე.

მზე – თბილი,მშრალი, ცხელი კლიმატი.
მთვარე – ნესტიანი, გრილი.
მერკური – ქარიანი, გრილი, ცივი.
ვენერა – თბილი, ნესტიანი, წვიმიანი, თოვლ-ჭყაპი.
მარსი – ძლიერი სიცხე, მშრალი.
იუპიტერი – თბილი, სასიამოვნო ნიავი, ქარი, გამომშრალი ჰაერი, ტემპერატურის აწევა.
სატურნი – ცივი, ნესტიანი, ახასიათებს ხანგრძლივი პერიოდები, ტემპერატურის დაწევა.
ურანი – ქარიშხლები, ჭექა-ქუხილი, შტორმი, სიცივე, ახასიათებს ნორმიდან გადაჭარბება.
ნეპტუნი – გრილი, ნესტიანი, ახასიათებს ეროზია, ნისლიანი ამინდები.
პლუტონი – ცივი, მკაცრი ამინდები, ინტენსიურობა, ახასიათებს ბუნებრივი კატასტროფები.


ვერძი – თბილი, ცხელი, მშრალი.
კურო – გრილი, ნესტიანი, უღრუბლო ცა, მშვიდი და სტაბილური ამინდი.
ტყუპები – ცვალებადი მოღრუბლულობა, სიგრილე, მერყევი ამინდი.
კირჩხიბი – ხანმოკლე ძლიერი წვიმები, ტემპერატურის დაცემა.
ლომი – ცხელი, მშრალი, ზამთარში – თოვლის დადნობა.
ქალწული – სიცივე, ცივი და ძლიერი ქარი.
სასწორი – თბილი, არც ზედმეტად ცივი ან ცხელი, სასიამოვნო გრილი ნიავით.
მორიელი – ექსტრემალურად ცივი ან ცხელი ამინდები, გვალვების ან პირიქით – წყალდიდობების გამომწვევი.
მშვილდოსანი – თბილი, მშრალი, მზიანი, უღრუბლო.
თხისრქა – სიცივე, დაბალი ტემპერატურა, შტორმი, ქრონიკულად წვიმიანი პერიოდები.
მერწყული – სიცივე, ნესტი, ჭექა-ქუხილი, ახასიათებს მოულოდნელობა და სწრაფი ცვალებადობა.
თევზები – ზომიერად გრილი და წვიმიანი, სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდები. 

გისურვებთ წარმატებებს და სულიერ ზრდას!