სიახლეები

ამინდი და ასტროლოგია , მეორე ნაწილი

ამინდი და ასტროლოგია , მეორე ნაწილი

სეზონი დაკავშირებულია მზის გადასვლაში – ვერძის, კირჩხიბის, სასწორის და თხისრქის ნიშნებში. ასტროლოგიური რუკის აგებით, დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიის და დროის მითითებით, შესაძლებელია კლიმატის გამოთვლა და ამინდის პროგნოზირება.მაგალითად: ჰაერის მოძრაობა გამოითვლება მერკურის ნიშნის ცვლილებით, ხოლო ნესტიანობა – მთვარის ფაზების მიხედვით. მთვარის ფაზებს და ნიშნებში გადასვლებს განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვთ სოფლის მეურნეობაზე. უძველესი დროიდან, სწორედ მთვარის ფაზების მიხედვით ხდებოდა მოსავლის მოყვანა.

აღსანიშნავია, ასევე პლანეტებს შორის ასპექტების გავლენა კლიმატურ მოვლენებზე. მათგან, შეერთებები მუშაობს ყველაზე გამოკვეთილად და გავლენიანად. მაგალითად: მზე-მერკურის შეერთება ხშირად იწვევს შტორმებს და ქარიშხლებს. მზის და სატურნის შეერთება კი – გრძელვადიან ცივ ამინდებს.

კვადრატურები, ისევე როგორც ოპოზიციები, ძლიერ ცვალებებს იწვევენ კლიმატსა და ტემპერატურაში. განსხვავება იმაშია, რომ ოპოზიციას უფრო მძიმე და ხანგრძლივი ხასიათი აქვს, ვიდრე კვადრატურას, განსაკუთრებით თუ ეს ეხება მარსს, სატურნს, ურანს და ნეპტუნს. მარსის გავლენა ხშირად იწვევს სიცხეებს და ტყეში ხანძრის გაჩენას, მისი სატურნთან კავშირი წარმოქმნის ცივი და ცხელი ტემპერატურის კონფლიქტს, რაც პოტენციურად ქარიშხლების და ჭექა-ქუხილის გამომწვევი ხდება. სატურნის, ურანის და ნეპტუნის კავშირით შეიძლება მოხდეს წყალდიდობა ღვარცოფები, მეწყერი მეხის დაცემა და რელიეფის ნგრევა.

ტრინი და სექსტილი ენერგიის დაუბრკოლებელ დინებას უზრუნველყოფენ, ამიტომ ძირითადად კარგ ამინდებს განაპირობებენ(თუ პარალელურად არ აქვს პლანეტას სხვა დაძაბული ასპექტი).

გისურვებთ წარმატებას და სულიერ ზრდას!