სიახლეები

სავსე მთვარე მერწყულში

სავსე მთვარე მერწყულში

3 აგვისტოს, საქართველოს დროით 19:58-ზე იწყება სავსე მთვარეობა მერწყულში. მერწყულის მმართველი პლანეტა, არაორდინალური და ცვლილებების მომტანი – ურანი დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს გამოფხიზლებაზე და ცხოვრების უფრო ფართო სპექტრში დანახვაზე. შესამჩნევი გახდება ცვლილებები ჩვენს ირგვლივ, რამაც შეიძლება ბევრ ადამიანში არასტაბილურობის და უსაფრთხოების დაკარგვის შეგრძნება გამოიწვიოს. რთული იქნება იმის განსაზღვრა, თუ რას ვენდოთ და რა მიმართულება ავირჩიოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ სავსე მთვარე მერწყულში ხაზს უსვამს ჩვენი ცხოვრების ისეთ ასპექტებს, რომლებიც აღარ გვჭირდება და საჭიროა გაშვება. ამიტომ, ნუ ინერვიულებთ, თუ ყველაფერი ისე აღარ იმუშავებს, როგორც ადრე, ჩათვალეთ, რომ ამ პერიოდში წარუმატებლობა ერთგვარი მფარველობაა მომავალში არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

3 აგვისტოს სავსე მთვარიდან შემდეგი ერთი თვე ბევრისთვის იქნება კოსმოსის მიერ „შეჯანჯღარების“ პერიოდი. შეეკითხეთ საკუთარ თავს: რას ვერ ვბედავ შიშის გამო? რისი და ვისი მწამს? ღირს თუ არა ამ რწმენის შენარჩუნება? რას ვეჭიდები უსაფრთხოების შეგრძნების გამო?..

სავსე მთვარი მერწყულში ჩვენგან ითხოვს გზების გაწმენდას, გონების გათავისუფლებას მოძველებული რწმენებისგან, გადარჩევას – რა უნდა დარჩეს და რა უნდა წავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან. რადგან ძველის გაშვების გარეშე, სიახლე ვერ შემოვა ჩვენს ცხოვრებაში. დროა ახალი ეტაპისთვის მოვემზადოთ და წმენდა პირველ რიგში გონებიდან უნდა დაიწყოს.

თემები: მომავალზე კონცენტრირება და ფიქრი, გამოხატვის თავისუფლება, ილუზიებისგან გათავისუფლება, ცნობიერების მაღალ დონეზე გადასვლა.