სიახლეები

ბიზნეს ასტროლოგია

ბიზნეს ასტროლოგია

ბიზნეს ასტროლოგია 

ნატალურ რუკას შეუძლია ადამიანის კარიერისა და შემოსავლის შესახებ საკმაოდ ფართო და დეტალური ინფორმაციის მოწოდება. ამ დროს ძირითადად 2-ე და 10-ე სახლებს ექცევათ ყურადღება, თუმცა თუ რუკას განვიხილავთ ბიზნეს ასტროლოგიის ჭრილში, მაშინ ყველა სახლი და ასპექტი იძლევა ინფორმაციას საქმიან სფეროზე.

 


ბიზნეს ასტროლოგია, როგორც ასტროლოგიის ერთ-ერთი განხრა, ფართოდ გამოიყენება აზიასა და ამერიკაში დაფუძნებულ კომპანიებში. კომპანიებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ თავიანთი ნატალური რუკა, ანუ დარეგისტრირების(დაბადების) დრო. ამ დროზე აგებული რუკის მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორი წარმატებული იქნება თავის სფეროში ეს კომპანია, როგორი თანამშრომლები ეყოლება, შემოსავლიანობის პერიოდები და ა.შ. ასე, რომ შეგიძლიათ წინასწარ შეარჩიოთ შესაფერისი დღე, რომელიც დიდწილად უზრუნველყოფს მის წარმატებას. პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ მთვარის ფაზები და დღეები. სასურველია კომპანია დაარეგისტრიროთ მზარდ მთვარეზე, რომ მის ზრდას და გაფართოებას შეუწყოთ ხელი. მთვარის დღეებს რაც შეეხება – გააჩნია რა სფეროს უკავშირდება თქვენი ბიზნესი:

როცა ტრანზიტული მთვარე მდებარეობს:


ვერძში – სპორტი, შეჯიბრებები, მეტალის წარმოებასთან დაკავშირებული ბიზნესი, მცირე სტარტაპები, მანქანების წარმოება.

 

კუროში – კვების ობიექტები, სილამაზის სალონი, მარკეტი, სურსათი, ხელსაქმისთვის საჭირო ნივთების წარმოება/მაღაზია, ხელოვნებისთვის საჭირო ნივთების მაღაზია.

 
ტყუპებში – ქოლ-ცენტრი, სოც. მედია მენეჯმენტი, ტელევიზია, სატრანსპორტო წარმოება, „დელივერი“ სერვისები, დაწყებითი და საშუალო განათლების სასწავლებლები, მარკეტინგი.

 
კირჩხიბში – სამშენებლო კომპანია, სახლისთვის საჭირო ინვერტარის და დეკორაციების მაღაზია, კაფე-ბარი, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესები, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის და გაქირავების ბიზნესი.

 

ლომში – პაბი, რესტორანი, ღამის კლუბი, კაზინო, ფესტივალები, ცეკვის სტუდია, სამსახიობო სტუდია, საბავშვო ბაღი, გასართობი ცენტრი,  თეატრი, კინოთეატრი.

 

ქალწულში – მედიცინასთან დაკავშირებული ბიზნესები: აფთიაქი, ჰოსპიტალი, ქიმიური ლაბორატორია და ა.შ.  ყოველდღიური მოხმარების ნივთების წარმოება, კლიენტთა მომსახურეობა(ნებისმიერ სფეროში).

 
სასწორი – იურიდიული მომსახურება, სანოტარო ბიურო, კარგი დღეა ოფიციალური კონტრაქტების გასაფორმებლად, სამოდელო სააგენტო, სამკერვალო სტუდია. საკონდიტრო.

 

მორიელში – მსხვილი ბიზნესები, დიდ ინვესტიციებზე დაფუძნებული წარმოება, ბანკი, ფინანსური კომპანიები, ვალუტის გადასაცვლელი ობიექტი, აქციებით ვაჭრობა, მემკვიდრეობის გადაცემა.

 
მშვილდოსანში – ინპორტ-ექსპორტი, ტურისტული კომპანია, სასტუმრო, უნივერსიტეტი, უცხო ენების შემსწავლელი კურსები, მთარგმნელობითი ბიურო, სტამბა.

 
თხის რქაში – ინჟინერიასთან დაკავშირებული ბიზნესი, სახელმწიფო სტრუქტურები, მსხვილი კორპორაციები, ადმინისტრაციასთან და ორგანიზებასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელება.

 

მერწყულში – თანამედროვე ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ბიზნესი, კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებული ინვესტიციები, კარგი დღეა გუნდური ტრენინგების და ვორკშოფების ჩასატარებლად, ეზოთერიასა და ასტროლოგიასთან დაკავშირებული ბიზნესის დასაწყებად.

 
თევზებში -  ქველმოქმედება, სითხის წარმოება/დისტრიბუციასთან დაკავშირებული ბიზნესი, ხელოვნებასთან დაკავშირებული საქმის წამოწყება, რეჰაბი, სარეაბილიტაციო ცენტრი, ფსიქიატრიული კლინიკა, ფსიქოლოგიური მომსახურება.

 

 

გარდა ამისა, ნატალურ რუკაში ყურადღება უნდა მიექცეს პლანეტების მდებარეობას ნიშანსა და სახლში, მათ შორის ასპექტებს და ეს ყველაფერი განიხილოს ბიზნესის სპექტრში. 12-ივე სახლი ბიზნეს ასტროლოგიაში განიხილება ფინანსური კუთხით:

 

I სახლი – პირადი ნივთები, ტანსაცმელი, აქსესუარები..

II სახლი – პირადი შემოსავალი, საარსებოდ აუცილებელი ფული, რომელიც ძირითადად საკვებზე და ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელ ხარჯებზეა გათვლილი. ჯიბე, საფულე, ფულის გამომუშავების მეთოდი, ძირითადი შემოსავლის წყარო, ფულის დაგროვების და ხარჯვის უნარები.


III სახლი – ტრანსპორტი, ყოველდღური გადაადგილების ხარჯები, ახლო კონტაქტები, კომუნიკაციის საშუალებები.

 

IV სახლი – უძრავი ქონება, სახლი, ოჯახი და მათი ხარჯები.

 

V სახლი – ძვირფასეულობა, ფუფუნების ნივთები, ოქრო და ძვირფასი ხელოვნების ნიმუშები.

 

VI სახლი – საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები, თანამშრომლები, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული ხარჯები.


VII სახლი – პარტნიორის, მეუღლის ქონება, ქორწინების შედეგად მიღებული ქონება.


VIII სახლი – საბანკო ანგარიშები, კრედიტები, ვალები, მემკვიდრეობა.


IX სახლი – ხარჯები განათლების მისაღებად, სამოგზაუროდ, შემოსავლები და ხარჯები უცხოეთიდან.

 

X სახლი – თანამდებობით მიღებული შემოსავალი, სტატუსთან დაკავშირებული ფინანსური ცვლილებები, პრემიები, მაღალი ხელფასი.

 

XI სახლი – მეცენატებისგან მიღებული თანხები, დაფინანსება სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურიდან, ინვესტორები, მოულოდნელი შემოსავალი ან დანაკარგი.

 

XII სახლი – მეგობრებისგან, მფარველებისგან მიღებული შემოსავლები, ქველმოქმედება, ფარულო, არაოფიციალური შემოსავლის წყაროები, მოულოდნელი და გაურკვეველი მოგებები და დანაკარგები.