სიახლეები

15 აგვისტოს ურანი მიმართულებას იცვლის

15 აგვისტოს ურანი მიმართულებას იცვლის

15 აგვისტოს ურანი მიმართულებას იცვლის და 2021 წლის 1 იანვრამდე რეტროგრადული იქნება. ბოლოს რეტროგრადული ურანი კუროში 80 წლის წინ იყო, ამიტომ ბევრისთვის უცხოა მისი გავლენა და ენერგეტიკა. უმაღლესი პლანეტები პირადი პლანეტებისგან განსხვავებით ჩვენს ყოველდღიურობაზე და ცხოვრებისეულ დეტალებზე არ ახდენენ გავლენას. ეს უფრო დიდ მოვლენებს და გლობალურ ცვლილებებს ეხება.

ურანი განაპირობებს მოულოდნელ, რადიკალურ ცვლილებებს. კუროს ნიშანში კი ეს პირდაპირ ფიზიკურ რეალობას ეხება. კურო ფიქსირებული მიწის ნიშანია და ურანის გავლენა შედარებით ნელა მოდის, მაგრამ მნიშვნელოვნად. ცვლილებები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: ფინანსები, უძრავი ქონება, ძველი სისტემები, ტრადიციები, ხელოვნების სფერო და ა.შ. რეტროგრადული ურანი განსაკუთრებით გააქტიურდება ოქტომბრის მეორე ნახევარში, როდესაც რეტროგრადული მერკური მორიელში ოპოზიციაში ჩაუდგება ურანს, რასაც მოყვება 31 ოქტომბერს სავსე მთვარის და ურანის შეერთება კუროში. ასევე ამ წლის 16 დეკემბერს – სატურნის მერწყულში გადასვლისას და 19 დეკემბერს, როდესაც იუპიტერიც მერწყულში გადავა და ეს ორი პლანეტს კვადრატურას გაუკეთებს ურანს. სწორედ ამ პერიოდში უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს როგორც პირად, ასევე კოლექტიურ დონეზე.

იმათთვის, ვისაც ნატალურ რუკაში დირექტული ურანი აქვს, რეტროგრადული პერიოდი წინ წამოწევს ძველ თემებს, ცვლილებებს, რომელიც საჭირო დროს არ განხორციელდა ახლა წარმოაჩენს თავს. ეცადეთ არ შეუშინდეთ ცვლილებებს და აყვეთ ამ ახალ „ტალღას“, რაც უფრო მეტად ჩაეჭიდებით წარსულს, მით უფრო დამანგრეველი იქნება ეს პერიოდი. გათავისუფლდით ძველი დოგმებისგან და ნუ დარჩებით ჩაძირვის პირას მყოფ გემზე, როდესაც გვერდით ახალი გემი მოგდგომიათ.

მათ, ვისაც პირად რუკაში რეტროგრადული ურანი აქვს – მოემზადეთ ცვლილებებისთვის, თქვენთვის დგება ის რევოლუციური პერიოდი, რომელსაც ასე ძალიან ელოდებოდით, თქვენს წინაშე ბევრი ახალი კარი და გზა გაიხსნება, არ დაზოგოთ ენერგიები და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები. ამ ცვლილებების თემები პირადი რუკაში ურანის სახლებში მდებარეობის მიხედვით მოვა. ამიტომ, მეტი დაკონკრეტებისთვის, გადახედეთ პირად რუკაში კუროს, მერწყულის და ურანის გავლენას.