სიახლეები

ახალი მთვარე ლომში

ახალი მთვარე ლომში

19 აგვისტოს 6:41 საათზე მთვარის ახალი ციკლი იწყება. ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით მომდევნო თვის მთავარ თემატიკას წამოწევს წინ. ამ შემთხვევაში – ლომის ნიშანში მდებარეობა სვამს საკითხს – რამდენად გიყვარს ის რასაც აკეთებ. ყველა ნიშნისთვის ეს შეკითხვა შესაბამის სფეროს შეეხება. თუმცა, იმის მიუხედავად, თუ როგორი პირადი რუკა გვაქვს, ახალი მთვარის გავლენა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთვარე ქვეცნობიერია, ლომს ორგანოებიდან გული შეესაბამება და არის მეხუთე სახლის მმართველი, რომლის თემებიცაა: ჰობი, გართობა, დასვენება, შემოქმედება, ბავშვები, სცენა...
დააკვირდით და გააცნობიერეთ, რამდენად გიყვართ ის საქმე, პროფესია, რომელსაც დროს და ენერგიას უთმობთ, რამდენად იყო ეს თქვენი საკუთარი არჩევანი, უსმენთ თუ არა საკუთარ გულს გადაწყვეტილების მიღების დროს, რამდენად უთმობთ დროს საკუთარ თავს, ჰობის, გართობას, და საერთოდ, რამდენად გიყვართ საკუთარი თავი და ცხოვრება. მომდევნო თვის განმავლობაში, აუცილებლად მოგეცემათ საშუალება შეცვალოთ ის რაც არ განიჭებთ ბედნიერებას, გამოჩნდება უფრო პატარ-პატარა მინიშნებები და მიმართულებები, მთავარია არ გამოგრჩეთ და კარგად დააკვირდეთ სხვადასხვა „სიგნალებს“.


ვერძებისთვის ეს ცვლილებები ეხება უშუალოდ გართობის სფეროს. გაიხსენეთ მივიწყებული საყვარელი საქმიანობა, ჰობი. დაისვენეთ, გაერთეთ და მოიკრიბეთ ენერგიები. როგორც ბუხარს ჭირდება პერიოდულად გაწმენდა ნაცრისგან, რომ ცეცხლის დანთება შეძლოთ, ასევე სჭირდება გულსაც შემსუბუქება სიახლეების მისაღებად.


კუროებს გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ ის ადგილები, სადაც ბავშვობაში ისვენებდით, ან გახვიდეთ ბუნებაში და რამდენიმე დღე მაინც გაატაროთ ცივილიზაციისგან შორს.


ტყუპები – გაატარეთ არდადეგები ახლობლებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. ზოგადად, განაახლეთ ძველი, მივიწყებული კონტაქტები ბავშვობის მეგობრებთან.

კირჩხიბი – ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფინანსებს, ამ მხრივ ცვლილებების დრო მოვიდა. დაფიქრდით, რამდენად კმაყოფილი ხართ საკუთარი შემოსავალით და რის შეცვლას ისურვებდით. შესაძლოა გამოჩნდეს შემოსავლის ახალი წყარო, რომელიც არ იქნება მძიმე სამუშაოსთან ასოცირებული.

ლომი - აიღეთ ეს ახალი მთვარე, როგორც ახალი სტარტი, შეიტანეთ ცვლილებები გარეგნობაში, იზრუნეთ ფიზიკურ სხეულზე, ყურადღება მიაქციეთ კვებას და ფიზიკურ აქტიურობას.

ქალწული – ჯანმრთელობას არამხოლოდ ფიზიკური, ასევე ფსიქიკურიც კუთხითაც უნდა გაუფრთხილდეთ. ეცადეთ შეიქმნათ მშვიდი გარემო, განერიდოთ ყველაფერს, რაც თქვენს ნერვიულობას იწვევს. ხანდახან გაქცევაც სასარგებლოა.


სასწორი – მეტად აქტიური პერიოდი გელოდებათ კომუნიკაციის მხრივ. კოლექტიური საქმე, პროექტების განხორციელება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობები წამყვანი თემა იქნება მომდევნო თვის მანძილზე.

მორიელი – ცვლილებები კარიერაში, საზოგადოებრივ სტატუსის, თანამდებობის მხრივ. ელოდეთ ახალ გამოწვევებს, სადაც შემოწმდება თქვენი პროფესიონალიზმი და მენტალური გამძლეობა.

მშვილდოსანი – გააქტიურდება უცხოეთის კავშირები. მართალია, შესაძლოა ვერ შეძლოთ მოგზაურობა შორ მანძილზე, მაგრამ თავგადასავლები, სიახლეები და მომავლის გეგმები არ მოგაკლდებათ.

თხისრქა – დროა გადაამოწმოთ და გადააფასოთ საზღვრები სხვა ადამიანებთან. რამდენად სწორად გაქვთ ჩამოყალიბებული ურთიერთობების წესები და კანონები. ყურადღება მიაქვიეთ საერთო ქონებას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

მერწყული – დაფიქრდით, რა ცვლილებების შეტანას ისურვებდით პირად ურთიერთობაში. რა მოგწონთ და რა არა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან გაიხსენით – ხართ თუ არა ბედნიერი და მოტივირებული პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე.


თევზები – დროა უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზე. თუ გსურთ მავნე ჩვევების სასარგებლოთი ჩანაცვლება, ახლა სწორედ ამის დროა, მითუმეტეს, რომ მზარდ მთვარეზე უფრო მარტივია სიახლეების შეტანა ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

გისურვებთ წარმატებებს და სულიერ ზრდას!