სიახლეები

ვენერა ქალწულში

ვენერა ქალწულში

დღეს ვენერა ლომიდან ქალწულში გადაინაცვლებს. ეს პლანეტისთვის არცთუ ისე კომფორტული მდებარეობაა. მერკურის მმართველი ქალწულის ვენერაში ტრანზიტი განსაკუთრებით პირად ურთიერთობებზე აისახება და გრძნობებზე წინ ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას წამოწევს. შეიძლება გახდეთ უფრო მომთხოვნი და პრეტენზიული პარტნიორის მიმართ, აქამდე უმნიშვნელო დეტალებმა გამოიწვიოს უთანხმოება, თქვენს შორის კავშირმა უფრო საქმიანი სახე მიიღოს, ვიდრე რომანტიული. ეცადეთ დააბალანსოთ პრაქტიკულობა და ემოციურობა პირად ურთიერთობებში, არ გაწიროთ ერთი მეორის გამო და პირიქით. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება პარტნიორის მიმართ და აგრძნობინეთ, რომ მასზე ზრუნავთ. ამის მიღწევა ჯობია ურთიერთობისთვის სასარგებლო პრაქტიკული საქმის შესრულებით გამოხატოთ, ვიდრე ზედმეტი ყურადღებით და განებივრებით. მაგალითად - ჯობია დაეხმაროთ სამსახურის პრობლემების მოგვარებაში, ვიდრე რესტორანში დაპატიჟოთ.მათთვის, ვინც ახალ ურთიერთობას ეძებს, ვენერა ქალწულის ტრანზიტი ამ მხრივ სიახლეებს პირდება. ქალწული აქტიური ნიშანია და შეუჩერებლად ამუშავებს პლანეტას. ამ პერიოდში დაწყებული კავშირები, როგორც წესი, ერთდროულად სტაბილური და ცვალებადია. თანაც, ანალიტიკური შეხედულებები სჯაბნის იმპულსურ ქმედებებს, რაც გაუაზრებელი შეცდომების დაშვებისგან გვიცავს.