სიახლეები

მერკურის ოპოზიცია ურანთან

მერკურის ოპოზიცია ურანთან

7 ოქტომბერს ცაზე მერკური-ურანის ოპოზიცია იქნება. მორიელის ნიშანში და მეათე სახლში მდებარე კომუნიკაციის პლანეტა დაუპირისპირდება კუროში, მეოთხე სახლში მდებარე, ქაოტური ხასიათის რეტროგრადიულ ურანს. ეს ასპექტი გავლენას იქონიებს ექსტრემალური სახის გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც შესაძლოა რეალობისგან შორს იყოს და ემოციურ განწყობას ეყრდნობოდეს. გაიზრდება დამოუკიდებლობის სურვილის ძლიერი მოთხოვნილება, ამის შედეგად კი დაუმორჩილებელი და რევოლუციური ქმედებები. ასევე, სხვების საკუთარ გავლენის ქვეშ მოქცევის სურვილი, რაც შესაძლოა ძალადობითაც გამოიხატოს. პროგრესული ცვლილებების მოხდენა, თუნდაც ნგრევის და მსხვერპლის ხარჯზე. ამ ასპექტით გამოწვეული ქმედებები თავდაპირველად დესტრუქციული და ქაოტურია, შედეგად კი აუცილებელი ცვლილებები და ახლის შენება მოყვება, თუმცა ეს თავიდან შეუმჩნეველია და მომავალში გამოიღებს რეალურ შედეგს. ეს ყველაფერი აისახება როგორც პიროვნულ, ასევე გლობალურ დონეზე. რადიკალურ, ფუნდამენტურ ცვლილებებს, უფრო ხშირად სწორედ დესტრუქციული და შოკისმომგვრელი დასაწყისი აქვთ, ვიდრე მშვიდობიანი და ჰარმონიული. იმიტომ, რომ ახალი არ აშენდება, თუ ძველი და სიახლისთვის ხელისშემშლელი არ დაინგრა. სწორედ ამ მოვლენას გაააქტიურებს მერკური-ურანის ოპოზიცია, რომელიც 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.