სიახლეები

მარსის ოპოზიცია მზესთან

მარსის ოპოზიცია მზესთან

მზე და მარსი ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებში - სასწორსა და ვერძში, ორ კვირაზე მეტია რაც იმყოფებიან, თუმცა 13 სექტემბერს მათ შორის 180 გრადუსიანი ასპექტი - ოპოზიცია შედგება. ოპოზიცია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირია და დაძაბული ხასიათით გამოირჩევა. მარსი ქმედებაა, მზე კი სურვილი, მიზანი. ამ ორის დაპირისპირება ხშირად საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოქმედებაში აისახება. თუმცა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მზე სასწორშია, რაც სხვების პოზიციებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას განაპირობებს, ხოლო მარსი ვერძშია, რაც პირადი ინსტიქტების და იმპულსური გადაწყვეტილებების გაძლიერებას იწვევს, ამ უკანასკნელმა შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში დაჯაბნოს საპირისპირო ძალა.

მზე-მარსის ოპოზიცია დიდი რაოდენობით ენერგიას და ფიზიკურ ძალას იძლევა, თუმცა, ამავე დროს, არასაჭირო რისკებზე წასვლისკენაც გვიბიძგებს. ეცადეთ, რომ არ იყოთ ზედმეტად იმპულსურები, ქმედებას მიზანი შეუსაბამოთ და ცივ გონებაზე მიიღოთ გადაწყვეტილებები. გამოიყენეთ ეს ენერგიის წყარო სიტუაციის ხელში ასაყვანად და გადადებული საქმეების დასამთავრებლად. არ არის რეკომენდირებული ახალი პროექტების დაწყება. ეს ასპექტი 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.