სიახლეები

მერკური რეტროგრადული ხდება

მერკური რეტროგრადული ხდება

14 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადულ მდგომარეობაში გადადის. მერკური რეტროგრადიული წელიწადში სამჯერ ხდება, 2020 წელს კი ბოლოჯერ. პლანეტის რეტროგრადულობა ასტრონომიული მოვლენაა, როდესაც დედამიწიდან დაკვირვებისას, იქმნება ილუზია, თითქოს პლანეტა უკუღმა მოძრაობს. როდესაც მერკური რეტროგრადულ მდგომარეობაშია, ისე ჩანს, თითქოს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობს, მაგრამ, სინამდვილეში, ის ჩვეულებრივ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება. ასტროლოგიურად, მერკურის რეტროგრადულობა ეხება კომუნიკაციებს, იმპორტ-ექსპორტს, ყოველდღიურ კავშირებს, ინტერნეტს, ტექნიკას, დოკუმენტებს, საბუთებს, მგზავრობას. ნათალურ რუკაში დირექტიული მერკურის პატრონებისთვის, ამ პერიოდში არ არის რეკომენდირებული ახალი ტექნიკის შეძენა(განსაკუთრებით მობილურის), მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება, ხშირი მგზავრობა, ახალი სფეროს შესწავლის დაწყება, ქალაქგარეთ გამგზავრება. მოსალოდნელია საბუთების თაობაზე გაურკვევლობები, შეფერხებები, საკომუნიკაციო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, პასუხების დროში გაწელვა, ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. ვისაც ნათალურ რუკაში რეტროგრადული მერკური გყავთ კი პირიქით, ზემოთჩამოთვლილ საკითხებში სიახლეების პერიოდი გელოდებათ.