სიახლეები

ახალი მთვარე სასწორში

ახალი მთვარე სასწორში

16 ოქტომბერს, 2020 წლის ყველაზე ახლო და დიდი ზომის ახალი მთვარე იქნება. სასწორის ნიშანში, ახალი მთვარე მოახდენს გავლენას ჩვენს შეხედულებებზე პირად და საქმიან ურთიერთობებთან დაკავშირებით. სასწორი პრინციპებია: ბალანსი, სამართლიანობა, დიპლომატიურობა, შემოქმედობითობა და ესთეტიურობა. სწორედ ეს თემები და მათთან დაკავშირებული პრობლემები იქნება აქტიური მომდევნო თვის განმავლობაში. ეს სუპერ მთვარე განსაკუთრებულად ძლიერ გავლენას იქონიებს ემოციურ განწყობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მთვარე ფიზიკური თვალით არ ჩანს. თუ აქამდე, სხვების გულისთვის ზედმეტს გასცემდით და მათ ნებაზე იყავით დამოკიდებულები, ეს ახალი მთვარე საკუთარ თავთან დაბრუნების გზას გაჩვენებთ და მოგცემთ ფიზიკური და ემოციური ენერგიების აღდგენის და დაბალანსების საშუალებას. გამოიყენეთ ეს ახალი ეტაპი საკუთარი პრიორიტეტების დასაფასებლად და ძლიერი მენტალობის აღსადგენად. გისურვებთ წარმატებას და სულიერ ზრდას!