სიახლეები

ლილიტი კუროში გადადის.

ლილიტი კუროში გადადის.

  21 ოქტომბერს შავი მთვარე ვერძიდან კუროში გადაინაცვლებს და მომდევნო 9 თვის განმავლობაში, 2021 წლის 18 ივლისის ჩათვლით იქნება.

   შავი მთვარე, იგივე ლილიტი, არის ფიქსირებული წერტილი, რომელიც ასახავს დედამიწასა და მთვარეს შორის ყველაზე შორ მანძილს.

   ასტროლოგიაში ლილიტი განაპირობებს ინდივიდის ქვეცნობიერის ყველაზე ბნელ და ამოუცნობ ნაწილს. დაუმუშავებელი ლილიტი გამოიხატება, როგორც მანკიერი თვისებები, ფობიები და ფსიქოლოგიური პრობლემები, კომპლექსები. დამუშავების შემთხვევაში კი როგორც განვითარებული ნიჭი, მაღალი სულიერება, ძლიერი  ინტუიცია, საკუთარი თავის ფლობა.

  შავ მთვარეს ახასიათებს ბიპოლარულობა. ნიშანსა და სახლში მდებარეობის მიხედვით ის თავს ავლენს, როგორც ამ ნიშნისა და სახლის ყველაზე აქტიურ ან პირიქით, პასიურ თვისებებში. მაგალითად, ლილიტი კუროში ვლინდება, როგორც ‘ანტი კურო’ ან როგორც კუროს ყველაზე ნეგატიური მხარე.

  ლილიტის ტრანზიტი კუროში, პირველ რიგში აისახება მატერიალურ მხარეზე, რადგან კურო, იგივე მეორე სახლი, მართავს პირად რესურსებს და ყოველდღიურ ფინანსებს. გაუფრთხილდით მატერიალურ ქონებას, გადადეთ და დააგროვეთ ფინანსები, ნუ გააკეთებთ საეჭვო ინვესტიციებს, გაუფრთხილდით უძრავ ქონებას და არ გააკეთოთ იმპულსური შენაძენები.

ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვების რაციონს. მოერიდეთ გადაჭარბებულ კვებას. ჩაანაცვლეთ არაჯანსაღი საკვები ბუნებრივი პროდუქტებით. ასევე, მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის, განაკუთრებით ღვინის მიღებას, რადგან ლილიტი კუროს შემთხვევაში მოწამვლის შანსი მაღალია.

გისურვებთ წარმატებებს და სულიერ ზრდას!