სიახლეები

მზის ტრანზიტი მორიელში

მზის ტრანზიტი მორიელში

  23 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით მზე მორიელის ნიშანს გაივლის. მორიელის, როგორც ტრანსფორმაციის ზოდიაქოს ნიშნის სეზონი, როგორც წესი, წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს.

  მორიელის პრინციპებია: ნგრევა, ტრანსფორმაცია, ხელახლა დაბადება, კოლექტიური ენერგეტიკის გადანაწილება, გარდაუვალი ცვლილებები, უსარგებლოს მოშორება, მომავალი სიახლეებისთვის ნიადაგის შემზადება. ის შეგვახსენებს, რომ მუდმივი არაფერია და წასასვლელი უნდა წავიდეს.

  გლობალურ დონეზე ეს გამოიხატება, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებები მსხვილ ბიზნესებში, დიდი რაოდენობით თანხის დაკარგვა-მიღება, ძალაუფლების გადანაწილება, მნიშვნელოვანი კონსტიტუციური და პოლიტიკური სვლები. შემთხვევითობა არაა, რომ არჩევნები სწორედ მორიელის პერიოდშია.

  ინდივიდუალურ დონეზე, მორიელის ტრანზიტი ერთგვარ ‘შავ ხვრელს’, ახალ ‘პორტალს’ ხსნის ყველა ნიშნისთვის შესაბამის სფეროში. განვითარების დაბალ დონეზე ეს პროცესი აღიქმება, როგორც ტრაგედია და უიმედობა. განვითარების მაღალ დონეზე კი ნათლად ჩანს, რომ ეს აუცილებელი და სასარგებლო გარდასახვაა, რომელიც წინსვლისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

  მორიელი გვაშორებს ზედმეტ ტვირთს (რომელიც შესაძლოა საერთოდ არ მიგაჩნდეთ ზედმეტად), როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი სახით.

  რჩევა იქნება, რომ არ გაუძალიანდეთ ამ პროცესს, შემოუშვით ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში და ნუ დარჩებით ჩაძირვის პირას მდგომ ნავზე, როდესაც გვერდით მყოფ ახალ გემზე გიხმობენ.

გისურვებთ წარმატებებს და სულიერ ზრდას!