სიახლეები

მარსი უკუსვლას ასრულებს

მარსი უკუსვლას ასრულებს

  რეტროგრადიული მარსი ნელ-ნელა სტაციონალურ ფაზაში შედის. 9 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ის შეანელებს მოძრაობას და 14-დან 17-ის ჩათვლით გაჩერებულ მდგომარეობაში იქნება.

  ეს გამოიწვევს ზოგადად გადაადგილების და ტრანსპორტირების შეფერხებას. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ორშაბათიდან იწყება ჩვენს ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვები.

  სტაციონალური მარსი გავლენას იქონიებს ასევე ინფორმაციის გავრცელებაზე, გზავნილებზე, ფოსტაზე, გადარიცხვებზე, საბუთებზე, სწავლა-განათლებაზე. ამიტომ, გირჩევთ, მომდევნო 10 დღის განმავლობაში, ამ მხრივ ახალი არაფერი დაგეგმოთ და უმეტესად ძველი საქმეების ბოლომდე მიყვანაზე იზრუნოთ.

   18 ნოემბრიდან კი მარსი წინსვლას განაახლებს ვერძში და წლის ბოლომდე ამ ნიშანში დარჩება. რეტროგრადულობა მარსი ვერძის აქტიურ და ენერგიულ გავლენას საგრძნობლად არბილებდა. 18-დან კი კვლავ მაქსიმალურად გამოვლინდება მისი შეუპოვარი და ზოგჯერ აგრესიული ხასიათი, რაც 2020 წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრ სიახლეს და ცვლილებას გვპირდება.

  მომდევნო ერთი თვე, ეს ცვლილებები პირველ რიგში ფინანსურ მხარესა და მატერიალური რესურსების ბალანსზე იქონიებს გავლენას. ამიტომ, ყურადღებით აკონტროლეთ პირადი ფული და დანახარჯები, ნუ გააკეთებთ იმპულსურ ინვესტიციებს და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ფინანსებთან დაკავშირებით.

  გისურვებთ წარმატებას და სულიერ ზრდას!