სიახლეები

ურანი კუროში

ურანი კუროში

  ურანის კუროში ტრანზიტი, ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციური მოვლენაა რომელიც 2018 წლის მაისში დაიწყო და 2026 წლამდე გრძელდება. მისი გავლენა 2019 წლიდან უფრო აშკარა გახდა, როდესაც პლანეტამ რეტროგრადიული მოძრაობა დაასრულა ვერძში და ბოლომდე გადაინაცვლა მიწის ფიქსირებულ ნიშანში - კუროში.

 ურანი 1781 წელს უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. მანამდე მზის სისტემის საზღვრად სატურნი ითვლებოდა. ურანმა დაარღვია ეს შეზღუდული აზროვნება და ცნობიერების მეოთხე კედელი. სწორედ ასეთია ამ პლანეტის გავლენა და ხასიათი: მოულოდნელი, ახალი, წარმოუდგენელი, ქაოტური, გამომგონებლური და ორიგინალური.

  ურანი კუროში უცნაური ნაზავია. ფიქსირებული მიწის ნიშნისთვის, შენება და დაცვა მთავარი სლოგანია. ის ჯიუტი, მშვიდი და დინჯია. ურანი კი პირიქით - რევოლუციური და ქაოტურია. ამ ორი პრინციპის გაერთიანება კი არსებული რეალობის სისტემას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. პირველ რიგში, ეს აისახება პირად მატერიალურ რესურსებსა და საბანკო სისტემაზე. მოხდება ფულის, როგორც ღირებულების გადაფასება და სახეცვლილება. ამ ტრანზიტის შედეგად, შესაძლოა ვალუტა დიდწილად ელექტრონული გახდეს (როგორებიცაა ,‘ბიტკოინი’, ‘ბლოკჩეინი’ და ა.შ.), რადგან ურანი მართავს ელექტროტექნიკას, ინტერნეტს და ინოვაციებს, ხოლო კურო - ფულს, საჭმელს და სხვა ყოველდღიურ მატერიალურ რესურსებს.

  ურანი გარე პლანეტაა და ასტროლოგიაში მართავს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენებს. პირადი და საზოგადო პლანეტებისგან განსხვავებით, რომლებიც წელიწადის განმავლობაში ქვეყნებსა და სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის გარკვეულ ცვლილებებს განაპირობებენ, ურანის გავლენა ეხება მთელს თაობებს, განურჩევლად ეროვნებისა და თანამდებობისა, მოქმედებს კოლექტიურ გონსა და მის განვითარებაზე.

  იქიდან გამომდინარე, რომ კურო ფიქსირებული ნიშანია, ის ნაწილობრივ აკავებს ურანის არაპროგნოზირებად და ხშირად დამანგრეველ გავლენას. ცვლილებები მაინც გარდაუვალია, მათ უფრო სტაბილური ხასიათი ექნებათ, ვიდრე, მაგალითად ურანის ვერძში ტრანზიტის დროს. ბოლოს მსგავსი ტრანზიტი 84 წლის წინ იყო. დაახლოებით 1934-1942 წლებში, ამერიკის დიდი დეპრესიის დროს რაც სწორედ მნიშვნელოვან ეკონომიურ ცვლილებებს ეხებოდა. ამ მოვლენის კატალიზატორი, ჯერ კიდევ 1929 წელს, ურანის ვერძში ტრანზიტისას უოლ სტრიტის შემთხვევა გახდა.

  ზუსტად რთული სათქმელია, რა სახის ცვლილებებს მოიტანს ამჯერად ურანი, რადგან ტექნოლოგია და კავშირგაბმულობა ასეთი განვითარებული ჯერ არასდროს ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა, შესაძლოა ვივარაუდოდ, რომ გავლენა ფუნდამენტურად ცვალებადი იქნება რესურსების გადანაწილების მხრივ. შეიცვლება სისტემა, რომელმაც ეფექტურობა და სარგებლიანობა დაკარგა, რათა ჩანაცვლდეს უფრო ინოვაციური და განვითარებული გამოგონებებით.

  ურანის კუროში ტრანზიტი 7 წელი გაგრძელდება და რეალურ შედეგებს მისი დამთავრების შემდეგ გავითავისებთ. ეს გარდაქმნის პროცესი, ბევრისთვის რთული და პანიკური ხასიათის იქნება. არასტაბილურობის და მიწის ფეხქვეშ გამოცლის შეგრძნებამ შეიძლება ხშირად შეგახსენოთ თავი. ამიტომაც, რჩევა იქნება, რომ ფსიქოლოგიურად და ემოციურად წინასწარ განეწყოთ მოულოდნელობებისთვის, არ შეებრძოლოთ, პირიქით - გაყევით ცვლილებების ტალღას, ის აუცილებლად ახალ ნაპირებთან მიგიყვანთ.

  ეს ტრანზიტი, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად კუროებს და მიწის ნიშნებს ეხებათ. ასევე ყველა იმ თემას, რომელიც კუროს ნიშნით არის მართული თქვენს პირად რუკაში.

  გისურვებთ წარმატებას და სულიერ ზრდას!