სიახლეები

ახალი მთვარე მორიელში

ახალი მთვარე მორიელში

 15 ნოემბერს მთვარის ახალი ციკლი იწყება მორიელის ნიშანში. ორივე მნათობის ფიქსირებული მდებარეობა წყლის ზოდიაქოს ნიშანში ძლიერ ემოციურ გავლენას გამოიწვევს. დროა ჩვენს ჩრდილს გავუსწოროთ თვალი და გავაანალიზოთ ყველაზე ღრმა შიშები და ტაბუდადებული სურვილები.

 საბედნიეროდ, პოზიტიური პლანეტარული ასპექტების დახმარებით ეს პროცესი გამარტივდება. მთვარის იუპიტერთან და პლუტონთან კავშირი, დაგვაკავშირებს ჩვენს შინაგან სიბრძნესთან და ქვეცნობიერის გასაწმენდად მეტ ემოციურ შესაძლებლობას მოგვცემს.

  ახალი მთვარე მორიელში ყველაზე მეტად მზით და მთვარით მორიელებზე იქონიებს გავლენას. ასევე კუროებზე და მერწყულებზე.

  ვერძებისთვის საკვანძო საკითხი პირადი ურთიერთობის მიმართ დამოკიდებულება იქნება. მოახდინეთ ფოკუსირება და ბუნებრივად მიიღეთ თქვენი შინაგანი ინსტინქტები და მოთხოვნილებები. ამის გარეშე გაგიჭირდებათ წინსვლა და განვითარება.

  კუროებო, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თქვენთვის ცხადი გახდება ის ბარიერი, რომელიც კარიერულ წინსვლაში გიშლით ხელს. დააკვირდით მინიშნებებს, რომლებიც პირდაპირ გეტყვიან რა თვისებები უნდა შეცვალოთ საკუთარი თავში.

 ტყუპებისთვის სასარგებლო იქნება ყოველდღიური რეჟიმის შეცვლა და მწყობრში ჩაყენება. კონცენტრირდით წვრილმანი საქმეების მოგვარებაზე. ნუ გამოტოვებთ წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს. დაფიქრდით, ზედმეტად ხომ არ ხართ დამოკიდებული სხვების კეთილგანწყობაზე.

  კირჩხიბებითვის მნიშვნელოვანი იქნება შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება ან განახლება. დაგროვილი განათლება კარგია, მაგრამ ფუნქცია ეკარგება თუ მას პრაქტიკაში არ გამოიყენებთ. გაიხსენეთ ან აღმოაჩინეთ ხელოვნების, რომელიც თქვენთვის სიამოვნების მომტანი იქნება.

  ლომებისთვის წინ წამოიწევს ოჯახური საკითხები. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს, ზედმეტი გაკრიტიკების ნაცვლად ეძებეთ ჰარმონიულობის მისაღწევი გზები. აგრძნობინეთ მათ რომ ყოველთვის შეუძლიათ ქონდეთ თქვენი იმედი.

 ქალწულებისთვის მოსალოდნელია ცვლილებები განათლების და კომუნიკაციების მხრივ. რა არის ის საგანი, რომლის შესწავლა დიდი ხანია გინდათ მაგრამ ვერ ან არ ახერხებთ? ან თუნდაც ის ლიტერატურა, რომლის წაკითხვაც ჯერ კიდევ მხოლოდ გეგმის ნაწილია? განაახლეთ სწავლა და მორიელის გავლენით ინტუიციურად მიაგნებთ ბევრ საჭირო პასუხს.

  სასწორებს დიდი ხნის გამოუყენებელი ნიჭი და პოტენციალი შეახსენებთ თავს. მივიწყებული მუზები შეგახსენებთ თავს. ახალი მთვარე მორიელში შეგახსენებთ, რომ შემოქმედებითი უნარი ის ძალაა, რომლის უგულებელყოფა თქვენთვითონვე დაგაზიანებთ.

 მორიელებისთვის ტრანსფორმაციის პერიოდი კულმინაციურ წერტილს მიაღწევს. სამყარო თქვენს ირგვლივ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება თუ ჯერ საკუთარ თავს შეცვლით. გაანადგურეთ თქვენში ის რაც დასანგრევია და დატოვეთ საჭირო. ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა კი განსაკუთრებულად ძლიერი ინტუიციის მეშვეობით კარგად გეხერხებათ.

  მშვილდოსნებს ახალი მთვარე მორიელში შეგახსენებთ თქვენი მავნე მიდრეკილებების და შიშების ნეგატიური ეფექტის შესახებ. მედიტაცია დაგეხმარებათ ღრმა თვითანალიზში და ხელს შეგიწყობთ მენტალური ბლოკებისა და ფობიებისგან გათავისუფლებაში.

  თხისრქებო, გააკეთეთ გარშემომყოფების და თქვენზე გავლენის მქონე ადამიანების სკანირება. ვის ენდობით ბრმად და ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი. მართალია, რაციონალური და ცივი გონებით აზროვნება თქვენი ძლიერი მხარეა, მაგრამ ამით ნუ დაბლოკავთ თქვენს ინტუიციას და შინაგანი ხმის ძახილს.

  მერწყულებისთვის კარიერული საკითხები სასწორზე დაიდება. ახალი მთვარე მორიელში დაგეხმარებათ იმ ჩიხის დანახვაში, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაგხვდებათ. სიჯიუტე ყოველთვის საუკეთესო მეთოდი არაა. ხშირად მოხერხებულობა და სტრატეგიული მოქმედება უკეთესი გამოსავალია.

  თევზებისთვის შორეული მიზნების რეალიზება იქნება მნიშვნელოვანი საკითხი. დაფიქრდით იმ დიდ იდეებზე, რომლებიც თქვენი მოქმედების მოტივაციას განაპირობებს. ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, შემაჯამებელი ანალიზი გაუკეთეთ თქვენს მსოფლმხედველობას. რა არის ის, რისთვისაც რეალურად გიღირთ ბრძოლა და რა არის უბრალოდ მექანიკური ქმედებების შედეგი.

  გისურვებთ წარმატებას და სულიერ ზრდას!