სიახლეები

მზე მშვილდოსანში გადადის

მზე მშვილდოსანში გადადის

 22 ნოემბერს მზე მშვილდოსანში გადადის და იქ იქნება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში.

  წყლის სტიქიის ნიშნიდან ცეცხლის სტიქიის ნიშანში გადასვლა მეტ ენერგიულობას და აქტიურობას გამოიწვევს. მშვილდოსანი გამოირჩევა ოპტიმიზმით და მიზანდასახულობით. მისი გავლენით უკეთესად მოვახდენთ საკუთარი მიზნების მობილიზებას და დავინახავთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც აქამდე შესაძლოა არ ვაქცევდით სათანადო ყურადღებას.   გამოჩნდება შორეული გეგმების რეალიზების საშუალებები, უფრო აქტიურად წარიმართება საერთაშორისო ურთიერთობები, გაჩნდება გაჭედილი სიტუაციებიდან გამოსასვლელი გზები.

  მორიელის მძიმე და ტრანსფორმაციული პერიოდის შემდეგ, მზის მშვილდოსანში ტრანზიტი დაგვეხმარება ფერფლიდან აღდგენაში და ხელახლა დაბადებაში, ახალი შემართებით და ოპტიმისტური განწყობით. გარკვეულწილად, ეს პერიოდი იქნება შვება სირთულეების შემდგომ.

  ტრანზიტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მზით და მთვარით მშვილდოსნებზე, ასევე ტყუპებზე, კირჩხიბებსა და თევზებზე.

  გისურვებთ წარმატებას და სულიერ ზრდას!