სიახლეები

ვენერას მორიელში ტრანზიტი

ვენერას მორიელში ტრანზიტი

 დღეიდან 15 დეკემბრის ჩათვლით ვენერა თავის დაცემის ნიშანში - მორიელში იქნება. პირადი ურთიერთობებისთვის გამოსაცდელი პერიოდი იწყება. განსაკუთრებით კუროებისთვის, ლომებისთვის და მეწრყულებითვის იქნება რთული არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. წყლის ნიშნებს კი ამ მხრივ სიახლეები და თავგადასავლები არ მოაკლდებათ.

 ეს ტრანზიტი გამოკვეთავს ჯანსაღ და არაჯანსაღ მიჯაჭვულობებს ჩვენს პირად ცხოვრებაში. მორიელი ურთიერთობების ძლიერ დასაწყისს ან ძლიერ დასასრულს განაპირობებს. თუმცა, ამას მზის მშვილდოსანში ტრანზიტი შედარებით მსუბუქ და პოზიტიურ განწყობას დაუმატებს.

 რომანტიული კავშირის გარდა, მნიშვნელოვანი იქნება ასევე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებიც. მორიელი ანალიზს გაუკეთებს, ამა თუ იმ კავშირის სიღრმესა და სერიოზულობას. როგორც ემოციურად ყველაზე ღრმა ნიშანს, მას არ უყვარს ზედაპირულობა. კავშირები, რომლებიც ამ ტრანზიტს მშვიდად გაუმკლავდებიან, საკმარისად ღრმა და მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში კი - მათ პოტენციური დაშლა ემუქრებათ.

 ვენერა ასევე შეეხება ფინანსებსაც. სახიფათო პერიოდია დაგროვილი რესურსებისთვის და გადანახული ფულისთვის. ეცადეთ, არ გაყინოთ ფინანსები მათი დაკარგვის შიშით და პირიქით, ეძებოთ შემოსავლის გაზრდის წყაროები, რომლებიც არაერთხელ გამოჩნდება მომდევნო თვის განმავლობაში.

 გისურვებთ წარმატებას და სულიერ ზრდას!