სიახლეები

მთვარის დაბნელება

მთვარის დაბნელება

 30 ნოემბერს ტყუპების ნიშანში მთვარის დაბნელებაა. დაბნელების პერიოდები ყოველთვის მნიშვნელოვან ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რომლებიც თითქოს იძულებითი ხასიათისაა და ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი და ისევ ჩვენთვის სასიკეთო.

 ტყუპები მართავს გონებას, კომუნიკაციას, ახლო სანაცნობოს, ტრასპორტირებას, განათლებას. მთვარეში მდებარეობისას ტყუპები გვევლინება ერთგვარ თარჯიმნად, რომელიც ჩვენი ქვეცნობიერის სურვილებს და ემოციებს, ჩვენთვის გასაგებ ენაზე გვაწვდის. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ აზრებს და ფანტაზიებს, თუდაც ისინი აფსურდულად გეჩვენებოდეთ, მათ რეალური და თქვენთვის სასარგებლო საფუძველი აქვთ.

 მითუმეტეს, რომ დღევანდელი გარემოებებიდან გამომდინარე, შემცირებული კომუნიკაცია გარშემომყოფებთან, უფრო მეტ საშუალებას იძლევა საკუთარ თავთან დისკუსიისთვის. სავსე მთვარე და მისი დაბნელება, გამოააშკარავებს იმ აზრებს, რომლებსაც დიდხანს უგულვებელყოფდით და მოგცემთ მომდევნო შანსს მათ გასააზრებლად.

 ეს მოვლენა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. დაბნელების დერეფანი ის გვირაბია, რომლიც გავლაც აუცილებელია დიდი ცვლილებებისთვის შესამზადებლად. გამოიყენეთ 14 დეკემბრის მზის დაბნელებამდე პერიოდი, საკუთარი ცხოვრების გზის მიმართულების გადასაფასებლად. ტყუპები სწავლაა, ინფორმაცია, საუბარი, მშვილდოსანი კი მასზე დაყრნობით გამოტანილი ინდივიდუალური დასკვნა, იდეოლოგია და მიზანი. გახსოვდეთ, რომ, ცვლილებები ჯერ გონებაში იწყება და შემდეგ ახდენს ფიზიკურ მანიფესტაციას.

 გისურვებთ წარმატებას და სულიერ ზრდას!