სიახლეები

ახალმთვარეობა

ახალმთვარეობა

11 თე­ბერ­ვალს 23:05-ზე თბი­ლი­სის დრო­ით ახალმთვა­რე­ო­ბას და წლის მმარ­თვე­ლის თეთ­რი მე­ტა­ლის ხა­რის შე­მობ­რძა­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბით რომელიც ერთი წლით გახდება 12 თვის მმართველი. სწო­რედ ამ დღი­დან იწყე­ბა ახა­ლი წელი აღ­მო­სავ­ლუ­რი კა­ლენ­დრით. კვირის მთავარი მოვლენა ახალმთავრეობაა. ეცადეთ, ამ და მომდევნო დღესაც იყოთ პოზიტიურ განწყობაზე. ახალმთვა­რე­ო­ბის დღეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე ადა­მი­ა­ნებ­მა, შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნონ თა­ვის ტკი­ვი­ლი, უგუ­ნე­ბო­ბა, სი­სუს­ტე, ენერ­გი­ის უკ­მა­რი­სო­ბა. ამი­ტომ, წი­ნას­წარ მო­ამ­ზა­დეთ თავი პო­ზი­ტი­ვის­თვის. იყა­ვით ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე!

 11-ში ღამე ჩაიფიქრეთ სურვილები, ისინი აუცილებლად ახდება თუმ­ცა, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ 21 თე­ბერ­ვლამ­დე პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია და ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა სა­სურ­ვე­ლი არაა. მაგ­რამ არა­ფე­რი გვიშ­ლის ხელს, რომ ამ ჯა­დოს­ნურ ორ დღეს სა­კუ­თა­რი თავი ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე, წარ­მა­ტე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე დავ­მუხ­ტოთ.

12 თებერვლიდან მთვარე მატებას დაიწყებს და ბევრი ადამიანის ცხოვრება შეიცვლება, მეტად შრომისუნარიანი და მიზანმიმართული გახდებით. მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ან გაგიუმჯობესებათ კიდეც. იყავით მომართული, რომ ამ დღეს ჩაინიშნოთ ყველა საქმე, შეხვედრა, ქმედება, რაც გინდათ, რომ განხორციელდეს, რათა მეტად წარმატებული, ბედნიერი და ნაყოფიერი წელი გქონდეთ!