სიახლეები

რა არის ტაროს კარტი?

რა არის ტაროს კარტი?

რა არის ტაროს კარტი?
არსებობს უმაღლესი ცნობიერება, რომელიც თითოეულ ადამიანშია თავმოყრილი და ნაწილობრივ მათი გამაერთიანებელი ფენომენია _ იგი მოიცავს კოლექტიურ ცნობიერებას. ამ კოლექტიურ ცნობიერებაში მოქცეულია სიმბოლური არქეტიპები, რომელიც ყველა ადამიანს დაბადებიდანვე ცნობიერებაში აქვს ჩაბეჭდილი მისგან გაუცნობიერებლად. არქეტიპის მაგალითი: ანიმა _ ფემინური ენერგიის ამსახველი, ანიმუს _ მასკულინური ენერგიის აღმნიშვნელი, აჩრდილი _ საკუთარი ბნელი აზრები და სხვა მრავალი.
ტაროს კარტზე ასახულია არქეტიპული ენერგიები და სიმბოლიზმები, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩვენს უმაღლეს ცნობიერებასთან კავშირის დამყარება და მისგან საჭირო ინფორმაციების მიღება. მისი მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ თუ რა პოტენციური განვითარება ელის სხვადასხვა სიტუაციებს, განვსაზღვროთ რამდენიმე ვარიანტში საუკეთესო გადაწყვეტილება, რა გვჭირდება მიზნის მისაღწევად, რას ფიქრობს კონკრეტული ადამიანი ჩვენზე და ნებისმიერი რამ, რაც გულს მოგვადგება.